მაია მელიქიძე ენერგეტიკის საერთაშორისო საინვესტიციო კონფერენციაში მონაწილეობს

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) წევრმა, ენერგეტიკის რეგულირების რეგიონალური ასოციაციის (ERRA) თავმჯდომარე მაია მელიქიძემ რუმინეთში, ქ. ბუქარესტში მიმდინარე მაღალი დონის საერთაშორისო საინვესტიციო კონფერენციაზე სახელწოდებით ,,ენერგეტიკული კვირეული შავი ზღვა 2023“ პრეზენტაცია წარადგინა. მაია მელიქიძემ ისაუბრა საქართველოში განახლებადი ენერგიის განვითარების მხარდასაჭერი მარეგულირებელი მექანიზმების შესახებ.

 

კონფერენცია სახელწოდებით ,,ენერგეტიკული კვირეული შავი ზღვა 2023“  კომპანია ,,Invest In Network“-ის ორგანიზებით ტარდება. კონფერენციაში ასევე მონაწილეობს სემეკის ელექტროენერგეტიკის დეპარტამენტის დირექტორი ნუგზარ ბერიძე.

შემთხვევითი სიახლე

სემეკმა „თელასი” და „ენერგო პრო ჯორჯია” ელექტროენერგიის ხშირი წყვეტების გამო დააჯარიმა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) სს „თელასი” და სს „ენერგო პრო ჯორჯია” …