საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) წევრმა და ენერგეტიკის მარეგულირებელთა რეგიონული ასოციაციის (ERRA) პრეზიდენტმა, მაია მელიქიძემ მონაწილეობა მიიღო USAID-ის ენერგეტიკული მომავლის უზრუნველყოფის პროგრამის ფარგლებში გამართულ კონფერენციაში, რომელზეც განახლებადი ენერგიის ინვესტიციების შესახებ იმსჯელეს.
მაია მელიქიძემ ისაუბრა განახლებადი ენერგიის ინვესტიციების მარეგულირებელი ჩარჩოს შესახებ და მიმოიხილა საქართველოს ენერგეტიკის სექტორში რეფორმის მიმდინარეობა, სახელმწიფოს როლი ენერგეტიკასა და განახლებადი ენერგიების ათვისების ხელშეწყობის საკითხებში. აქვე, მაია მელიქიძემ ყურადღება გაამახვილა ენერგეტიკულ ბაზრებზე კონკურენციის განვითარების მნიშვნელობაზე.
განახლებადი ენერგიის ინვესტიციების შესახებ კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს სამთავრობო უწყებების, ენერგეტიკული კომპანიების, არასამთავრობო და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა. კონფერენცია გახსნეს საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა და ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, კელი დეგნანმა.
შემთხვევითი სიახლე
ოლაფ შოლცი – რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა
რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი საშუალო მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა, – BBC-ის ინფორმაციით, …