მადლობა ტურიზმის ინდუსტრიის კერძო სექტორს – ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია

ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში ამოქმედებულია ცხელი ხაზი 0 800 800 909.

საქართველოში მყოფი უკრაინელი ტურისტები ოპერატიულად იღებენ ყველა სახის ინფორმაციას და დახმარებას!

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, სასტუმროში უკვე გადანაწილებულია საქართველოში მყოფი 200-მდე  უკრაინელი ტურისტი.

“განსაკუთრებული მადლობა ტურიზმის ინდუსტრიის კერძო სექტორს: განთავსების ობიექტებს; კვების ობიექტებს; ტურიზმის ინდუსტრიის ასოციაციებს; სატრანსპორტო კომპანიებს. ასევე,  ფარმაცეპტულ და კოსმეტიკის ქსელებს; საგანმანათლებლო დაწესებულებეს; სურსათის მაღაზიებს და ყველას ვინც ამ რთულ პერიდში სრულიად უსასყიდლოდ სთავაზობს მომსახურებას ჩვენს უკრაინელ სტუმრებს მათი საჭიროების მიხედვით”, – განმარტავენ ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში.

შემთხვევითი სიახლე

სემეკსა და რუმინეთის ენერგეტიკის მარეგულირებელ ორგანოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასა (სემეკ) და რუმინეთის ენერგეტიკის მარეგულირებელ ორგანოს შორის ურთიერთთანამშრომლობის …