მაგნიტმა ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლისთვის ფინანსური რესურსი გამოყო   

თბილისი (BPI) – კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, ,,მაგნიტმა“ ვირუსის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლისთვის 50 000 ლარი გამოყო.

აღნიშნული თანხა #stopcov ფონდში ჩაირიცხა და პრემიერ-მინისტრის ინიციატივით შექმნილი პლატფორმის ფარგლებში, ბიზნესომბუდსმენის აპარატისა და კერძო სექტორის კოორდინაციით, იდენტიფიცირებული საჭიროებების დასაკმაყოფილებლად იქნება გამოყენებული.

– ,,შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, მიგვაჩნია, რომ ბიზნესის, საზოგადოებისა და სახელმწიფოს კოორდინირებული მუშაობა ძალიან მნიშვნელოვანია. კორპორაციული სოციალური პასუხიმგებლობის ფარგლებში, „მაგნიტმა“ აღნიშნული თანხა ვირუსთან ბრძოლისთვის გამოყო.  დღეს ჩვენი მოქმედება მიმართულია, ხელი შევუწყოთ იმ უწყებებს, რომლებიც თავდაუზოგავად შრომობენ ამ გამოწვევის წინაშე. ვთვლით, რომ გაერთიანებული და კოორდინირებული ძალებით ყველა სირთულეს გავუმკლავდებით’’ – აცხადებს ,,მაგნიტის’’ გენერალური დირექტორის მოადგილე ია ნადირაშვილი.

სუპერმარკეტების ქსელი ”მაგნიტი” 2015 წლიდან ფუნქციონირებს. კომპანია პირველია,  რომელმაც ძირითადი აქცენტი ქსელის რეგიონში განვითარებზე გააკეთა და დღესდღეობით, საქართველოს მასშტაბით 211 ფილიალს და 4000 – ზე მეტ დასაქმებულ ადამიანს აერთიანებს.

შემთხვევითი სიახლე

ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი და იუნისეფი იწყებენ თანამშრომლობას განახლებადი ენერგიის, კლიმატის ცვლილებისა და ჰაერის დაბინძურების პრობლემების გადაჭრის მიზნით

გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მხარდაჭერით საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან (სემეკ) არსებულ ელიზბარ …