მაგთის ქართულ ეკონომიკაში ₾2 მლრდ აქვს გადახდილი

თბილისი (BPI) – მაგთიკომი, დაარსებიდან დღემდე 1.9 მილიარდ ლარზე მეტი ინვესტიციით, საქართველოს უმსხვილესი კომპანიების ათეულშია და თავისი წვლილი შეაქვს ქვეყნის მაკროეკონომიკურ განვითარებაში. მაგთიკომის მიერ ქართულ ეკონომიკაში შენატანი 2 მილიარდ ლარს უახლოვდება.

ბოლო 10 წლის განმავლობაში მაგთიკომს ადგილობრივი კომპანიებისთვის, სხვადასხვა მომსახურების შესასყიდად, გადახდილი აქვს 800 მილიონ ლარზე მეტი, რაც ხელს უწყობს ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდას.

მაგთიკომი ქმნის სამუშაო ადგილებს და დასაქმებულთა რაოდენობით ტელესაკომუნიკაციო დარგში პირველ ადგილს იკავებს.

მაგთიკომი ყოველდღიურად 3 მილიონზე მეტ მომხმარებელს ემსახურება.

მაგთიკომის და დამფუძნებლების მიერ სოციალური პასუხისმგებლობისა და საქველმოქმედო პროექტებისთვის გაღებული თანხა ასეულობით მილიონ ლარს აღემატება.

მაგთიკომის მობილური ქსელი საქართველოს დასახლებული, კონტროლირებადი ტერიტორიის 98%-ს ფარავს ყველაზე გამართული, ხარისხიანი ქსელით, რომელიც მობილური ქსელის განვითარების ყველა საფეხურს (2G/ 2.5G/ 3G/ 3.5G/ 4G/ 4.5G) მოიცავს. მხოლოდ მაგთიკომის მობილური ქსელით არის შესაძლებელი საქართველოს მთელი საზღვრის საკომუნიკაციო მომსახურება. ამით კომპანიას ქვეყნის უსაფრთხოებაში თავისი წვლილი შეაქვს.

მაგთიკომს ქვეყანაში ინტერნეტქსელის გასაფართოებლად დღეში 40 კილომეტრზე მეტი ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელი გაჰყავს და შედეგად 400-ზე მეტ ქალაქსა და სოფელს ინტერნეტთან წვდომის საშუალებას აძლევს, რეგიონებში პროგრესისა და განათლებისთვის, ადგილობრივი ბიზნესის განვითარებისთვის ინტერნეტიზაციის პროცესს აგრძელებს და ინტერნეტქსელს ახალ ლოკაციებს უმატებს.

შემთხვევითი სიახლე

მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში ქუთაისში შეხვედრა გაიმართა

14 მარტს, 14:00 საათზე ქუთაისში, 6 მარეგულირებელი უწყების მიერ ორგანიზებულ მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო …