ლუდი “ნატახტრის” “ვეფხისტყაოსნის” სერია საერთაშორისო კონკურსის ფინალისტია

თბილისი (BPI) – “ნატახტრის” “ვეფხისტყაოსნის“ სერია საერთაშორისო კონკურსის “მსოფლიოს ინოვაციური სასმელები 2020” ფინალისტი გახდა.

შეგახსენებთ, რომ “წლის საუკეთესო ქილა“ (Cans of The Year Awards) და „მსოფლიოს ინოვაციური სასმელები 2020“ (World Beverage Innovation Awards 2020) ის საერთაშორისო კონკურსებია, რომლებშიც „ნატახტარი“ “ვეფხისტყაოსნის“  სერიით  მონაწილეობს.

„ეფეს საქართველომ“  სექტემბერის ბოლოს, მისი წამყვანი ლუდის ბრენდის „ნატახტრის“ ახალი სერია წარმოადგინა. ახალი სერიის შეფუთვა თანამედროვე ქართველი მხატვრის, დავით მაჭავარიანის, ხელით გაცოცხლებული  „ვეფხისტყაოსნის“ სცენებითაა შემკული. პროექტი  დავით მაჭავარიანთან ერთად დაიწყო. ის 4 წლის განმავლობაში მუშაობდა გრაფიკული რომანი „ვეფხისტყაოსნის“ ილუსტრაციებზე. ამჯერად, ამ ულამაზესი ნამუშევრის 4 მნიშვნელოვანი სცენის ხილვა შესაძლებელია  მაღაზიის თაროებზე „ნატახტრის“ შეფუთვების საშუალებით, შეზღუდული დროით. თანასწორობა, მეგობრობა,  სიყვარული, სიკეთე – ეს ღირებულებები ვიზუალურად და აფორიზმით გადმოცემულია 4 სხვადასხვა შეფუთვაზე, რომელიც უკვე გაყიდვაშია.

„ჩვენ ვამაყობთ,  რომ ჩვენი საყვარელი პროექტი საერთაშორისო კონკურსებზეა წარდგენილი და „ვეფხისტყაოსნის“ თანამედროვე ილუსტრაციებით გაფორმებულ „ნატახტრის“ ქილას  მსოფლიოს ცნობილი ბრენდების გვერდით ვიხილავთ. ჩვენთვის, როგორც ლუდის ბაზრის ლიდერისთვის, ყოველთვის მნიშვნელოვანია, ჩავდოთ ინვესტიცია ინოვაციაში, მომხმარებლის საჭიროებებსა და, ასევე, ქართულ კულტურაში. – განაცხადა „ეფეს საქართველოს“ კომერციულმა დირექტორმა ალფან აკპეჩემ.

შემთხვევითი სიახლე

ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი და იუნისეფი იწყებენ თანამშრომლობას განახლებადი ენერგიის, კლიმატის ცვლილებისა და ჰაერის დაბინძურების პრობლემების გადაჭრის მიზნით

გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მხარდაჭერით საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან (სემეკ) არსებულ ელიზბარ …