ლუდი “ნატახტრისა” და ფესტივალი “არტ-გენის”  მრავალწლიანი მეგობრობა გრძელდება

ფესტივალი „არტ-გენი 2021“ Covid რეგულაციების გათვალისწინებით, 16 ივლისს, თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმში „სუხიშვილების“ კონცერტით გაიხსნება. ლუდი „ნატახტარი“ კვლავაც ფესტივალის მხარდამჭერია, რომელიც ფესტივალზე მისულ სტუმარს წელს, განსაკუთრებული სიახლით ხვდება და  ლუდი „ნატახტრის“ ახალი, ხავერდოვანი გემოთი უმასპინძლებს.

არტ-გენის თბილისის ტურს, 25 ივლისს, ნიაზ დიასამიძე და ჯგუფი 33ა დახურავს. დასკვნით კონცერტებამდე ფესტივალის ტრადიციული პროგრამის ფარგლებში, დღის განმავლობაში ქართული რეწვის გამოფენები, სხვადასხვა რეგიონის ფოლკლორული კონცერტები, ქართული სამზარეულოს კუთხეები და დასასვენებელი სივრცეები მოეწყობა. თბილისის ტურის დასრულების შემდეგ, წელს რეგიონული ტურნე, 31 ივლისს, პანტიანის ტბაზე გაიმართება.

„წელს ფესტივალის ორგsნიზების ნაწილში ცვლილებაა, ადრე თუ ჯერ რეგიონებს მოვივლიდით, ექსპედიციებს ჩავატარებდით  და შემდეგ თბილისში იმართებოდა დასკვნითი ღონისძიებები, წელს ვიწყებთ თბილისით.  თბილისის შემდეგ ტურნე გაგრძელდება რეგიონებში და ყველას გელით 31 ივლისს პანტიანის ტბაზე,  სადაც „არტ-გენი 2021“-ის  დასკვნითი საღამო გაიმართება და ფესტივალს ჯგუფი „ჩვენებურები“ დაასრულებს“,  – განმარტავს ფესტივალის ერთ-ერთი ორგანიზატორი და ჯგუფ „ფრანის“ სოლისტი, გაგა ჩიხლაძე.

ლუდი „ნატახტრისა“ და ფესტივალი „არტ-გენის“  მრავალწლიანი მეგობრობა  გრძელდება. გვიხარია, რომ წელსაც, როგორც ნამდვილი ქართული ლუდი, „ნატახტარი“ ნამდვილი ქართული ფესტივალის მხარდამჭერია. წელს გვაქვს განსაკუთრებული სიახლე: „ნატახტარმა“ შეცვალა გემო. შესაბამისად, წელს, ფესტივალზე მოსულ სტუმარს შესაძლებლობა ექნება ისიამოვნოს ფესტივალით „ნატახტრის“ ახალ, ხავერდოვან გემოსთან ერთად.  – აღნიშნავს „ეფეს საქართველოს“  საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი, ქეთი ჟვანია.

„არტ-გენზე“  წარმოდგენილი იქნება, როგორც ხალხური სიმღერის, ინსტრუმენტული მუსიკის, ქორეოგრაფიის,  ზეპირსიტყვიერებისა და ხალხური რეწვის ოსტატები საქართველოს ყველა კუთხიდან, მოსულ სტუმარს  შესაძლებლობა ექნება „არტ-გენის“ დასკვნით კონცერტებზე ასევე მოუსმინოს სხვადასხვა ჯგუფებს და შემსრულებლებს, როგორიცაა „გაგა ფრანი“, ჯგუფი Reggaeon, ლელა ნაყეური  და ბენდი „ჩვენებურები“,  ნინო ქათამაძე. ფესტივალი არტ-გენი უკვე მე-18 წელია  ტარდება და ძირითად მიზანს ქართული ფოლკლორისა და სხვადასხვა ძირძველი ტრადიციის მოძიება და მათი პოპულარიზაცია წარმოადგენს. წლების განმავლობაში ფესტივალმა მთელი საქართველოს მასშტაბით, უნიკალური ეთნოგრაფიული მასალები მოიკვლია და დააარქივა. მათ შორის, დაკარგვის პირას მყოფი, ბევრი უნიკალური მასალა.

 

 

შემთხვევითი სიახლე

სემეკმა ISO 9001:2015 ხარისხის მართვის განახლებული სერტიფიკატი მიიღო

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) მიერ საქმიანობის ხარისხის მართვა საერთაშორისო ორგანიზაციებმა კვლავ …