ლოპოტაზე მზის ელექტროსადგური თიბისი ლიზინგის დაფინანსებით აშენდება

თბილისი (BPI) – ლოპოტას ტბაზე თიბისი ლიზინგის მხარდაჭერით 460 კილოვატიანი მზის ელექტროსადგური აშენდება. თიბისი ლიზინგის დაფინანსების შედეგად „ლოპოტა ტბის სპა რეზორტი“ შეძლებს მაღალი ხარისხის, ელექტროენგიის გამომუშავების თანამედროვე სისტემის გამართვას.

ლოპოტას შესაბამისი ტექნიკისა და აღჭურვილობის ლიზინგით შეძენა 7 წლით დაუფინანსდება, რომლის დაფარვის შემდეგაც, 20 წლის განმავლობაში, ფაქტობრივად, უფასო ელექტროენერგიით ისარგებლებს. მზის ელექტროსადგურის მშენებლობის მოთხოვნა განპირობებულია ელექტროენერგიის ტარიფის ზრდით, რომელიც ამ ეტაპზე შეადგენს 0.3196 თეთრს 1 კილოვატზე.

ამ მასშტაბის პროექტს თიბისი ლიზინგი პირველად ახორციელებს. თიბისი ლიზინგი პროექტის ღირებულების 100 % -ს დააფინანსებს, რაც დანადგარების ყიდვის გარდა, ასევე, მათ მონტაჟს და დამატებით აქსესუარების შეძენასაც მოიცავს. ელექტროსადგურის ტექნიკურ აღჭურვას კომპანია „ჰელიოს ენერჯი“ უზრუნველყოფს.

მზის ენერგია განახლებად ენერგეტიკულ რესურს მიეკუთვნება, რომელიც ამოუწურავია, არ საჭიროებს მოპოვებას და ტრანსპორტირებას. მზის პანელები აგროვებენ სუფთა, განახლებად ენერგიას სინათლის სახით და მას ელექტროენერგიად გარდაქმნიან.

მზის ელექტრო სადგურის უპირატესობები:

მინიმალური ზიანი გარემოზე;

სერვისისა და მოვლის დაბალი ხარჯები;

გამარტივებული ექსპლუატაცია და დემონტაჟი;

ცენტრალურ ქსელზე დაერთების შესაძლებლობა;

გრძელვადიანი ინვესტიცია;

ინვესტიციის უკუგების მცირე პერიოდი.

„ჩვენთვის მსგავსი პროექტები განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და საინტერესოა. ჩვენ საშუალებას ვაძლევთ ლოპოტას, რომ ის თანხები, რომელიც წლების განმავლობაში ელექტროენერგიის გადასახადებს ხმარებოდა, გამოათავისუფლოს და ლიზინგის დაფარვის შემდეგ ისევ ბიზნესის განვითარებას მოახმარს,“ – განაცხადა გაგა გოგუამ, თიბისი ლიზინგის გენერალური დირექტორმა.

ლოპოტამ „ენერგო-პრო ჯორჯიასგან“ მზის ენერგიაზე მომუშავე ელექტროსადგურის ასაშენებლად ნებართვა უკვე მოიპოვა, სამშენებლო სამუშაოები გაზაფხულიდან დაიწყება.

შემთხვევითი სიახლე

ფინანსთა სამინისტრო: ბოლო 5 წლის განმავლობაში ბიუჯეტის დეფიციტის ფაქტობრივი მაჩვენებელი მუდმივად კლებადია

ბიუჯეტის დეფიციტურ ხარჯვასთან დაკავშირებით გავრცელებულ მორიგ სიცრუეს, სრულიად აქარწყლებს ის ოფიციალური მონაცემები, რომელიც გამოქვეყნებულია სტატისტიკის ეროვნული სამსახურისა და ფინანსთა სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდებზე. კერძოდ: ⁠⁠ბოლო5 წლის განმავლობაში ბიუჯეტის დეფიციტის ფაქტობრივი მაჩვენებელი მუდმივად კლებადია; ⁠⁠2025წელი ამ მხრივ გამორჩეული იყო, ვინაიდან პირველად დეფიციტის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად ჩამოსცდა მშპ-ის 2%-ს და 1,4% შეადგინა, რაც ბიუჯეტის დეფიციტის ისტორიული მინიმუმია; ⁠⁠ნომინალურმაჩვენებლებსაც თუ შევხედავთ, გეგმასთან მიმართებით დეფიციტი მცირდებოდა, საშუალოდ, 150-200 მლნ ლარის ფარგლებში, თუმცა გასულ წელს დეფიციტის შემცირების მაჩვენებელმა 1 მილიარდ ლარს გადააჭარბა; ⁠⁠ასევესიცრუეა, თითქოს, შემოსავლებს და ხარჯებს შორის სხვაობა გასულ პერიოდში დაგროვილი ნაშთით დაფინანსდა. თუ შევხედავთ მთავრობის ჯამურ დეპოზიტებს, მისი მოცულობა 2025 წელს, ჯამურად, 900 მილიონ ლარზე მეტით გაიზარდა და 6 მილიარდ 100 მილიონ ლარს გადააჭარბა. ⁠⁠უშუალოდსახელმწიფო ბიუჯეტის დეპოზიტების ზრდამ 80 მილიონ ლარს გადააჭარბა; ⁠⁠ასევე,აღსანიშნავია, რომ 2025 წელს სახელმწიფო ბიუჯეტში დაგეგმილი შემოსავალი გადაჭარბებით შესრულდა და ჯამში, გადაჭარბებამ 200 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა. ამ მონაცემებიდან გამომდინარე, ბიუჯეტის დეფიციტურ ხარჯვასთან დაკავშირებით დღეს გავრცელებული მორიგი დეზინფორმაცია და მისი დაკავშირება სასურსათო პროდუქციის ფასებთან, არის საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მორიგი უშედეგო მცდელობა.