ლონდონში, საცხობების ქსელის “ანტრეს” მეორე ობიექტი გაიხსნა

თიბისის მხარდაჭერით, ლონდონში, საცხობების ქსელი „ანტრე“ ფართოვდება. ახლა უკვე ბერკლის მოედანზე, ქსელის მეორე ობიექტი – Entrée Mayfair გაიხსნა.

საცხობის პირველი ობიექტი – Tbilisi Bakery, 2021 წელს, ნოთნგ ჰილ გეითის #138-ში გაიხსნა. „ანტრე ლონდონი“ ქსელის საეთაშორისო გაფართოების ნაწილია, რომელიც თბილისისა და ბაქოს შემდეგ, მესამე ქალაქში გრძელდება. „ანტრეს“ ჯგუფმა ლონდონის პროექტის განვითარებაში 1.3 მილიონი ფუნტის ოდენობის ინვესტიცია განახორციელა.

ბრიტანულ ბაზარზე “ანტრეში” ევროპულ კერძებთან ერთად, უნიკალური ქართული სუფრის ელემენტებია წარმოდგენილი და აქცენტი ქართულ ტრადიციულ კერძებზე კეთდება.

2022 წლის ბოლომდე, თიბისის მხარდაჭერით, ლონდონში ქსელის მესამე ობიექტის გახსნაც იგეგმება.

თიბისისთვის პრიორიტეტულია ისეთი პროექტების მხარდაჭერა, რომლებიც მაღალი ხარისხის ეროვნულ წარმოებას ავითარებს. ასევე, ქვეყნის ფარგლებს გარეთ იმ ბრენდის რეალიზებაში წვლილის შეტანა, რომელიც საერთაშორისო მომხმარებელს ქართულ პროდუქტსა და ღირებულებებს აცნობს.

 

შემთხვევითი სიახლე

სემეკმა 4 თვეში ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის მომხმარებლებს უსაფუძვლოდ დარიცხული 120 ათას ლარზე მეტი ჩამოაწერა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) 2026 წლის იანვარიდან აპრილის ჩათვლით ელექტროენერგიის, ბუნებრივი …