ლონდონის საფონდო ბირჟა: ვულოცავთ საქართველოს 500 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის 5-წლიანი ობლიგაციების ტრანზაქციის წარმატებულ განხორციელებას

საქართველოს მთავრობის მიერ 500 მლნ აშშ დოლარის ოდენობის ევროობლიგაციების წარმატებულ გამოშვებას ეხმაურება ლონდონის საფონდო ბირჟა.

ლინკდინის პლატფორმაზე გამოქვეყნებულ პოსტში აღნიშნულია: „ლონდონის საფონდო ბირჟა საქართველოს დელეგაციას მასპინძლობს და მიესალმება 500 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის 5-წლიანი ობლიგაციების განთავსებას, რომელიც დღეიდან ლონდონის საფონდო ბირჟის მთავარ ბაზარზე ხვდება. ვულოცავთ საქართველოს და ფასიანი ქაღალდების განთავსების საკითხებზე მის მრჩევლებს ამ  ტრანზაქციის წარმატებულ განხორციელებას“.

 

შემთხვევითი სიახლე

გერმანიაში მეორადი ნივთების გაყიდვების ბუმია – სტერეოტიპების მსხვრევა და ეკონომიკური ტრენდები

გერმანიაში მეორადი მოხმარების ნივთების ბაზარი რეკორდულ ზრდას აჩვენებს და სულ უფრო პოპულარული ხდება მოსახლეობის ყველა …