ლილოში საცურაო აუზის მშენებლობა ივნისში დასრულდება

თბილისი (BPI) – ლილოს დასახლებაში საცურაო აუზის მშენებლობა ივნისში დასრულდება. აუზი N107 საჯარო სკოლის მიმდებარედ, სპორტული ცენტრის ტერიტორიაზე მოსახლეობის თხოვნით შენდება.

პროექტი მოიცავს საცურაო აუზს სიგრძით 18 მეტრი, სიგანით 12,5 მეტრი, ხოლო სიღრმით 0,8 – 1,6 მეტრი; ფიტნეს დარბაზს, სველ წერტილებს, გასახდელებს და მისაღებს. პროექტის ღირებულება 1 439 439 ლარია, ხოლო სამუშაოების წარმოების ვადა 30 ივნისამდეა.

სპორტული კომპლექსი, სხვადასხვა სექციებზე, დაახლოებით 500 ბავშვს ემსახურება, საცურაო აუზი კი საშუალოდ 200 ბავშვზეა გათვლილი. ისევე, როგორც სხვა მუნიციპალურ კომპლექსებში, სოციალურად დაუცველ ბავშვებს თბილისის მერია დააფინანსებს. სხვა ნებისმიერ მსურველთათვის კი მუნიციპალიტეტის მიერ დადგენილი, შეღავათიანი ტარიფი იმოქმედებს.

 

შემთხვევითი სიახლე

ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის მხარდაჭერით სემეკის მიერ დაფუძნებულ ენერგეტიკის სასწავლო ცენტრში მიმდინარე პროექტის ფარგლებში გურიის რეგიონში საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა

ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის (IVF) მხარდაჭერით, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) მიერ დაფუძნებული …