ლიკვიდაციის პროცესში 13 მიკროსაფინანსო ორგანიზაციაა

თბილისი (BPI) – ლიკვიდაციის პროცესში მყოფ მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს შპს „სოლაც“ შეემატა.

შპს “სოლვას” სებ-მა რეგისტრაცია გაუუქმა, უკვე დაწყებულია ლიკვიდაციის პროცესი. ლიკვიდატორად კი გიორგი ნაროუშვილი დაინიშნა.

საფინანსო ბაზარზე ახალი რეგულაციების ფონზე ბაზარი 20-მდე მიკროსაფინანსო ორგანიზაციამ დატოვა. ამ დროისათვის ბაზარზე 52 მისოა დარჩენილი.

სებ-ის 5 სექტემბრის მონაცემებით, ლიკვიდაციის პროცესში 13 მიკროსაფინანსო ორგანიზაციაა.

 

შემთხვევითი სიახლე

დავით ნარმანიამ იმერეთის ქარის ელექტროსადგურის პროექტის პირველი ეტაპის მშენებლობის დაწყების ცერემონია გახსნა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ 104 მგვტ-იანი სიმძლავრის  იმერეთის …