ლიბერთი პენსიონერებისთვის უფასო საგანმანათლებლო პროექტს აგრძელებს

თბილისი (BPI) – ლიბერთის ინიციატივით გრძელდება საგანმანათლებლო სოციალური პროექტი. ამ პროექტის ფარგლებში, 60 წელს გადაცილებული ადამიანები კომპიუტერით და ინტერნეტით სარგებლობის შემსწავლელ კურსს უფასოდ გაივლიან.

დღეისათვის დარეგისტრირებულ პენსიონერთა რაოდენობამ 400 -ს გადააჭარბა. სწავლება ყოველდღიურად, ორ ლოკაციაზე განხორციელდება. კურსის გავლის მსურველებს ტრადიციულად უმასპინძლებს ლიბერთის მიერ ეროვნულ ბიბლიოთეკაში სპეციალურად შექმნილი დარბაზი – Liberty Digital Hall და ლიბერთი ბანკის ტრეინინგ ცენტრი.

,,ჩვენ ვაგრძელებთ სპეციალურად 60 წლის ზემოთ ასაკის ადამიანებისთვის შექმნილ კომპიუტერული სწავლების პროგრამას, რომელიც ხელს უწყობს უფროს თაობას მარტივად ინტეგრირდნენ თანამედროვე ცხოვრებაში. საგანმანათლებლო ერთგვარი ექსპერიმენტის სახით დაწყებული პროექტის მიმართ მზარდმა ინტერესმა განაპირობა პროექტის გაგრძელების გადაწყვეტილება. კურსის გავლას ყველა დარეგისტრირებული პენსიონერი შეძლებს. მომავალში ვეცდებით პროექტი თბილისის გარეთ, რეგიონებშიც გავიტანოთ.“ – განაცხადა ლიბერთის გენერალური დირექტორის მოადგილემ ლევან თხელიძემ.

შემთხვევითი სიახლე

ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის მხარდაჭერით სემეკის მიერ დაფუძნებულ ენერგეტიკის სასწავლო ცენტრში მიმდინარე პროექტის ფარგლებში გურიის რეგიონში საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა

ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის (IVF) მხარდაჭერით, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) მიერ დაფუძნებული …