ლიბერთი მომხმარებელზე ზრუნვას განაგრძობს

თბილისი (BPI) – დღეიდან, ლიბერთის გადაწყვეტილებით, არაასაკობრივი პენსიონერები „პენსია ჩარიცხვამდე“ სერვისით უფასოდ ისარგებლებენ.

“ჩვენ ვაგრძელებთ მომხმარებელზე ზრუნვას და მათ უსაფრთხოებასა და საჭიროებებზე მორგებულ კიდევ ერთ სიახლეს ვთავაზობთ. დღევანდელი გადაწყვეტილებით, არაასაკობრივ პენსიონერებს შეეძლებათ შეუფერხებლად და რაც მთავარია, ნულოვანი ტარიფით გაიაქტიურონ ‘პენსია ჩარიცხვამდე’ სერვისი სერვისცენტრებსა და ლიბერთის ნებისმიერი ბანკომატის საშუალებით. გვინდა, ვთხოვოთ ჩვენს მომხმარებელს, რომ გაუფრთხილდნენ საკუთარ ჯანმრთელობას და მაქსიმალურად გამოიყენონ საკუთარი სოციალური ბარათი, როგორც გადახდის ყველაზე უსაფრთხო საშუალება.“ – განაცხადა ლიბერთი ბანკის გენერალურმა დირექტორმა, ვასილ ხოდელმა.

შემთხვევითი სიახლე

ენერგეტიკის სასწავლო ცენტრში დაიწყო რეგისტრაცია სასწავლო კურსზე _ „სატარიფო რეგულირების პრინციპები და პრაქტიკა“

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკი) მიერ დაფუძნებულ ენერგეტიკის სასწავლო ცენტრში ახალ  სასწავლო …