თბილისი (BPI) – დღეიდან ლიბერთი იპოთეკური სესხების სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამაში ჩაერთო. აღნიშნული პროგრამა ინიცირებულია სახელმწიფოს მიერ დეველოპერული და სამშენებლო სექტორის მხარდასაჭერად და ხუთი წლის განმავლობაში, იპოთეკური სესხის წლიური საპროცენტო განაკვეთის მაქსიმუმ 4%-ის დაფინანსებას ითვალისწინებს.
იპოთეკური სესხების პროგრამაში მონაწილეობის ერთერთი მთავარი პირობაა, რომ მომხმარებელმა სუბსიდირებული იპოთეკური სესხით უნდა ისარგებლოს 2020 წლის ბოლომდე და საცხოვრებელი ბინის შეძენა უნდა განხორციელდეს დეველოპერული კომპანიისგან. სუბსიდირების პროგრამის ფარგლებში იპოთეკური სესხის მაქსიმალური მოცულობა 200,000 ლარია, სესხის დაფარვის მაქსიმალური ვადა – 240 თვე და სესხი გაიცემა მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში.
„სუბსიდირების პროგრამაში მონაწილეობით საშუალება მოგვეცა მხარი დავუჭიროთ როგორც სამშენებლო სექტორს, ასევე ჩვენს მომხმარებელს და შევთავაზოთ მათ მაქსიმალური ფინანსური სარგებელი. იპოთეკური სესხების მხარდაჭერის პროგრამა მომხმარებელს აძლევს დამატებით შესაძლებლობას და მოტივაციას შეიძინონ საცხოვრებელი ბინა საუკეთესო პირობებით. ჩვენ ვეცდებით მომხმარებელს გავუკეთოთ საუკეთესო შეთავაზება ბაზარზე და იპოთეკური სესხის გარდა შევთავაზოთ მათ მოთხოვნებზე მორგებული დამატებითი საბანკო სერვისები.“ – გიორგი მაკარიძე, ლიბერთი ბანკის საცალო საქმიანობის მიმართულების დირექტორი.
იპოთეკური სესხის სუბსიდირების პროგრამის პირობებით დაინტერესების შემთხვევაში: დარეკეთ 255 55 00 ან ეწვიეთ ლიბერთის ნებისმიერ სერვისცენტრში მთელი საქართველოს მასშტაბით
სესხის პირობების სანახავად და განაცხადის შესავსებად გადადით ბმულზე – Libertybank.ge