ლიბერთი განათლების ხელშეწყობას აგრძელებს

შიდა ქართლში, USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში,  სკოლა-ბიზნესის ფორუმი ჩატარდა.

სკოლა-ბიზნესის ფორუმი, USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში ტარდება, რომელსაც ორგანიზაცია PH International ახორციელებს აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური თანადგომით. პროგრამის მხარდამჭერია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.

ლიბერთიმ   სკოლა-ბიზნესის ფორუმზე ორი პროექტი შეარჩია და დააფინანსა.   სსიპ ქარელის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეების პროექტი  „შეიყვარე წიგნი“  მოსწავლეებში წიგნიერების დონის ამაღლებასა და მოზარდთა ფუნქციურ მკითხველად ჩამოყალიბებას  შეუწყობს ხელს. კასპის მუნიციპალიტეტის სოფ. ახალციხის საჯარო სკოლის მოსწავლების პროექტი  „მეტი ინკლუზია ბიზნესში“  ახალგაზრდებში ინკლუზიის შესახებ ცნობიერების ამაღლებასა და ამ მიმართულებით  ბიზნესის დაინტერესებას ითვალისწინებს.

,, ფორუმზე რეგიონის კერძო სექტორის წარმომადგენლები გაეცნენ მოსწავლეთა მიერ შექმნილ 15 პროექტსრომლებიც მიზნად ისახავდა ისეთი სოციალური და გარემოსდაცვითი პრობლემების მოგვარებას, რომლებსაც მოსწავლეები აქტუალურად მიიჩნევენ. ახალგაზრდებს შესაძლებლობა ჰქონდათ საკუთარი ხედვა გაეზიარებინათ კერძო სექტორის წარმომადგენლებისთვის და ეპოვათ მსგავსი საკითხებით დაინტერესებული კომპანიები, რომლებიც ჩაერთვებიან პროექტების განხორციელებაში. ამავდროულად, სკოლა-ბიზნესის ფორუმზე კომპანიებმა მოსწავლეებს შესთავაზეს სტაჟირების შესაძლებლობები“ –  მარინა უშვერიძე, USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის დირექტორი.

,, მოსწავლეების მიერ წარმოდგენილ თითოეულ პროექტს  ჰქონდა მაღალი სოციალური ღირებულება. ძალიან რთული იყო არჩევანის გაკეთება. ვინაიდან ჩვენი კორპორაციული პასუხისმგებლობის მთავარი მიმართულება განათლების ხელშეწყობაა, ამიტომ არჩევანი ორ პროექტზე შევაჩერეთ: „შეიყვარე წიგნი“ და „მეტი ინკლუზია ბიზნესში“. მნიშვნელოვანია კერძო სექტორმა წაახალისოს მოსწავლეების ასეთი ინიციატივები და მათი პროექტები რეალობად აქციოს. ვფიქრობ, ლიბერთის გვერდით დგომა მოსწავლეებისთვის არაერთი იდეის განხორციელების სტიმული იქნება. ჩვენ მათთან დავმეგობრდით‘’ – თამარ  ზაქარიაძე,  ლიბერთის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულების ხელმძღვანელი.  

USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამა,  PH International-ის მიერ, ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგანტოს (USAID) დაფინანსებითა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება. პროგრამის მიზანია მაღალი მოქალაქეობრივი შეგნების და  სამოქალაქო პროცესებში ჩართული ახალგაზრდების აღზრდა. პროგრამა,  განათლების სწავლა-სწავლების პროცესში, ტექნოლოგიების დანერგვას, ასევე სამოქალაქო  სკოლაში დემოკრატიული კულტურის დანერგვის ხელშეწყობასა და  ბიზნესისა და სკოლების დაკავშირებას ითვალისწინებს.

პროგრამა, საქართველოს მასშტაბი650 საჯარო სკოლის მე-7-დან მე-12 კლასის  მოსწავლეებთან, ედაგოგებთან და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან ხორციელდება.

 

ლიბერთი ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი კომერციული ბანკია, რომელიც 1,7 მილიონზე მეტ ფიზიკურ პირს და 50 000-ზე მეტ მცირე და საშუალო ბიზნესს ემსახურება. ბანკის აქტივები 3 მლრდ ლარს შეადგენს და დასაქმებულია 4500-ზე მეტი თანამშრომელი. ლიბერთი ქვეყნის მასშტაბით წარმოდგენილია ყველაზე ფართო ქსელით – 360-ზე მეტი მომსახურების ცენტრით, 632 ბანკომატით, თვითმომსახურების და POS ტერმინალებით საქართველოს ყველა რეგიონსა და მუნიციპალიტეტში. განვითარებული ინფრასტრუქტურის გარდა, როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირებისთვის ხელმისაწვდომია თანამედროვე ციფრული სერვისები და დისტანციური მომსახურება. 

 

 

 

 

 

 

 

შემთხვევითი სიახლე

ენერგეტიკულ ბირჟაზე ვაჭრობით მონაწილეებმა საშუალოდ 400 000 ლარი დაზოგეს – დავით ნარმანია

კონკურენციის პოლიტიკის აღსრულების და მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ III საერთაშორისო კონფერენციაზე საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების …