ლი­ბერ­თი ბან­კში პენ­სი­ის და­რი­გე­ბა მშვიდ რე­ჟიმ­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს

თბილისი (BPI) – “ლი­ბერ­თი ბან­კში” პენ­სი­ის და­რი­გე­ბა მშვიდ რე­ჟიმ­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს.

რო­გორც ბან­კში აცხა­დე­ბენ, ქვე­ყა­ნა­ში შექ­მნი­ლი ვი­თა­რე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით და კო­რო­ნა­ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის პრე­ვენ­ცი­ის მიზ­ნით, “ლი­ბერ­თი ბან­კის” სერ­ვის ცენ­ტრებ­ში ყო­ველ­დღი­ურ რე­ჟიმ­ში ხდე­ბა დე­ზინ­ფექ­ცი­ის ჩა­ტა­რე­ბა, ბან­კო­მა­ტე­ბი და სწრა­ფი გა­დახ­დის აპა­რა­ტე­ბი იწ­მინ­დე­ბა ინ­ტენ­სი­უ­რად.

პენ­სი­ის მიმ­ღე­ბი პი­რე­ბის ძი­რი­თად­მა ნა­წილ­მა, მთე­ლი ქვეყ­ნის მას­შტა­ბით, კუთ­ვნი­ლი პენ­სია უკვე ბან­კო­მა­ტე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით მი­ი­ღო.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ მომ­ხმა­რებ­ლე­ბი მაქ­სი­მა­ლუ­რად იცა­ვენ რე­კო­მენ­დე­ბულ – 1 მეტ­რის დის­ტან­ცი­ას. ქვე­ყა­ნა­ში შექ­მნი­ლი ვი­თა­რე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ამო­ცა­ნა ბან­კის­თვის იყო სწრა­ფი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის მი­ღე­ბა, რი­გე­ბის გან­ტვირ­თვის მი­მარ­თუ­ლე­ბით. ამი­სათ­ვის, სერ­ვი­სი “პენ­სია ჩა­რი­ცხვამ­დე” უკვე თე­ბერ­ვლი­დან ხელ­მი­საწ­ვდო­მი გახ­და ლი­ბერ­თის ბან­კო­მა­ტებ­ში და სულ რამ­დე­ნი­მე დღე­ში, ამ პრო­დუქ­ტით უკვე ისარ­გებ­ლა 285 000-ზე მეტ­მა მომ­ხმა­რე­ბელ­მა.

სერ­ვის ცენ­ტრებ­ში ნა­კა­დის შემ­ცი­რე­ბის მიზ­ნით, “ლი­ბერ­თიმ” უკვე გა­ნა­ცხა­და სეს­ხე­ბის 3-თვი­ა­ნი სა­შე­ღა­ვა­თო პე­რი­ო­დის შე­სა­ხებ. ასე­ვე, მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი იყო სპე­ცი­ა­ლუ­რად აღ­ჭურ­ვი­ლი მან­ქა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც გა­და­ნა­წილ­და რე­გი­ო­ნებ­ში ყვე­ლა­ზე მეტი დატ­ვირ­თუ­ლო­ბის მი­ხედ­ვით, რათა მაქ­სი­მა­ლუ­რად სერ­ვის ცენ­ტრის გა­რეთ მომ­სა­ხუ­რე­ბოდ­ნენ მომ­ხმა­რებ­ლებს და თა­ვი­დან აე­რი­დე­ბი­ნათ ადა­მი­ა­ნე­ბის თავ­შეყ­რა და­ხუ­რულ სივ­რცე­ში.

შემთხვევითი სიახლე

სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მრავალეროვნულ საზღვაო სწავლებაში – Phoenix Express 2024 მონაწილეობა პირველად მიიღეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო-საზღვაო ძალების ევროპისა …