ლიბერთი ბანკმა Core სისტემა დანერგა

თბილისი (BPI) -ლიბერთიმ, Core სისტემის  დანერგვაზე განაცხადა.  ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში ყველაზე დიდი IT კომპანია ASSECO -სთან პარტნიორობით.

ASSECO 1991 წელს, პოლონეთში დაარსდა და  Software მწარმოებლებს შორის მე-6 ადგილს იკავებს.  საქართველოში 2013 წლიდან თანამშრომლობს  სახელმწიფო სექტორთან,კომერციულ  ბანკებთან. კლიენტებს  მომსახურების სრულ ციკლს: საკუთარი Software-ის წარმოება, დანერგვასა და მხარდაჭერას სთავაზობს.

პროექტი, უპრეცენდენტოაქართულ საბანკო სივრცეში, რადგან კომპანია ASSECO-ს  არაერთ ბანკთან მჭიდრო თანამშრომლობის მიუხედავად დღემდე არცერთ ბანკს განუახლებია.

,,ერთწლიანი ინტენსიური მუშაობის შედეგად,  ASSECO- თან თანამშრომლობით დავნერგეთ საბანკო მომსახურების ახალი სისტემა, რომელიც  მომსახურების გაუმჯობესებას და საბანკო ოპერაციების უფრო სწრაფად და ხარისხიანად შესრულებას უზრუნველყოფს. პროექტის წარმატებიდან გამომდინარე, ვაგრძელებთ აღნიშნულ კომპანიასთან თანამშრომლობას და მომავალში თანამედროვე  ტექნოლოგიების დანერგვით,  არაერთ უპრეცენდენტო საბანკო პროდუქტსა და სერვისს შევთავაზებთ ჩვენს მომხმარებელს“ -განაცხადა „ლიბერთის” გენერალური დირექტორის მოადგილემ, ლევან თხელიძემ.

კომპანია ASSECO მსოფლიო მასშტაბით. 22 000 ზე მეტ თანამშრომელს აერთიანებს წლიური 2 მლრდ -ის შემოსავლით ( 2017 წ).

Asseco Georgia-ს ისტორია 15 ზე მეტ წარმატებით შესრულებულ პროექტსა და 5 ზე მეტ პროდუქტს მოიცავს, რომელშიც შედის ERP, HR, Docflow, Workflow, DataWare house და ასე შემდეგ. 1 წელზე მეტია რაც კომპანიაში Agile მეთოდოლოგია დაინერგა.

შემთხვევითი სიახლე

მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში ქუთაისში შეხვედრა გაიმართა

14 მარტს, 14:00 საათზე ქუთაისში, 6 მარეგულირებელი უწყების მიერ ორგანიზებულ მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო …