ლიბერთის თანადგომა ბავშვთა სარეაბილიტაციო ცენტრ რეჰაბს

თბილისი (BPI) – შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საერთაშორისო დღეს ლიბერთიმ  „ბავშვთა სარეაბილიტაციო ცენტრი –  რეჰაბის“ ბენეფიციარებს განსაკუთრებული წინასაახალწლო დღესასწაული მოუწყო.

“ლიბერთის სახით ძალიან ღირსეული და ქველმოქმედი პარტნიორი შევიძინეთ. ბანკის თანადგომით დღემდე დაფინანსებულია  11 000 ზე მეტი სარეაბილიტაციო პროცედურა, რომელიც ჩვენი ბენეფიციარების სოციუმში ინტეგრაციას შეუწობს ხელს. ცენტრისა და მშობლების სახელით  მადლობას ვუხდით  ლიბერთის მხარდაჭერისთვის, რომლის თანადგომით 200  ბენეფიციარს,  წლის განმავლობაში  უწყვეტი სარეაბილიტაციო კურსი ჩაუტარდათ,“ – განაცხადა ,,რეჰაბის“ კლინიკურმა დირექტორმა, მარინა შიშნიაშვილმა.

“მოხარული ვართ, რომ შესაძლებლობა მოგვეცა წვლილი შევიტანოთ შეზღუდული შესაძლებლობების  მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის მნიშვნელოვან საქმეში. 2018 წლიდან, ლიბერთის სოციალური პასუხისმგებლობის პროგრამით ჩვენ არაერთი მსგავსი, მასშტაბური პროექტი განვახორციელეთ.  ყველა ეს პროექტი მიმართულია იმ ადამიანების და ორგანიზაციების მხარდასაჭერად, ვისაც ჩვენი თანადგომა ყველაზე მეტად სჭირდება.“ -განაცხადა ლიბერთის გენერალური დირექტორის მოადგილემ, ლევან თხელიძემ.

შემთხვევითი სიახლე

აპლიკაცია, რომელიც გეხმარება დაუკავშირდე ყველას, ნებისმიერ ადგილზე: Rakuten Viber-ის 7 საოცარი ფუნქცია, რომელიც შესაძლოა აქამდე არ გამოგიყენებია

Rakuten Viber, ეს არის გლობალური, უსაფრთხო საკომუნიკაციო აპლიკაცია, რომელიც, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, მილიონობით ადამიანს აკავშირებს …