ლიბერთის და Mastercard-ის ახალი აქცია დაიწყო | აიღე ‘ახალი’ Mastercard ბარათი გადაიხადე მინიმუმ 50 ლარი და დაიბრუნე 25 ლარი

ლიბერთის და Mastercard-ის ახალი აქცია დაიწყო | აიღე ‘ახალი’ Mastercard ბარათი გადაიხადე მინიმუმ 50 ლარი და დაიბრუნე 25 ლარი

 

დღეიდან 21 ნოემბრის ჩათვლით, ლიბერთი Mastercard-თან ერთად მომხმარებლებს ‘ახალი’ ბარათის აღებისას განსაკუთრებულ პირობებს შესთავაზებს: ნებისმიერი მომხმარებელი, რომელიც ‘ახალ’ Mastercard ტიპის ბარათს აქციის განმავლობაში აიღებს, აქვს საშუალება ჩაერთოს აქციაში და ბარათით ნებისმიერი ბანკის POS ტერმინალზე ან ელ. კომერციაში მინიმუმ 50 ლარის გადახდისას დაიბრუნოს გადახდილი თანხის 50%-მდე (მაქსიმუმ 25 ლარს) საბარათე ანგარიშზე.

 

ლიბერთის ‘ახალი’ ბარათი არის უნიკალური საკრედიტო უპროცენტო ბარათი, ყოველთვე ფიქსირებული გადასახადით და მომხმარებელს განსხვავებულ გამოცდილებას მუდმივად სთავაზობს. პროდუქტი მათთვის შეიქმნა, ვისაც სურს სწორად მართოს თავისი ფინანსები, შეუფერხებლად გააკეთოს შენაძენი ნებისმიერ დროს და რაც მთავარია, დახარჯული თანხიდან სოლიდური ‘ქეშბექი’ დაიბრუნოს.

ყოველი თვის დასაწყისში მომხმარებელს შეუძლია წინასწარ აირჩიოს სასურველი კატეგორია: ჯანმრთელობა და სილამაზე, სურსათი, კვება, ავტო, ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, გართობა. არჩეულ კატეგორიაში ისინი მიიღებენ მუდმივ 5%-მდე ქეშბექს. ხოლო, თუ არჩეული კატეგორიის ფარგლებში „ლიბერთის” პარტნიორი 400-ზე მეტი კომპანიაც მოხვდება, მაშინ კატეგორიის ქეშბექს პარტნიორის ქეშბექიც დაემატება და ბარათის მფლობელი, ჯამში, უპრეცედენტოდ მაღალ სარგებელს მომენტალურად მიიღებს.

„ახალი” ბარათის უფასოდ მიღება შესაძლებელია „ლიბერთის” ფილიალებსა და სერვისცენტრებში, ასევე ინტერნეტ ბანკით – ლიბერთის მომხმარებლისთვის.

აქციის დეტალურ პირობებს ბანკი ოფიციალურ ვებ გვერდზე აქვეყნებს: libertybank.ge

 

შემთხვევითი სიახლე

ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი და იუნისეფი იწყებენ თანამშრომლობას განახლებადი ენერგიის, კლიმატის ცვლილებისა და ჰაერის დაბინძურების პრობლემების გადაჭრის მიზნით

გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მხარდაჭერით საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან (სემეკ) არსებულ ელიზბარ …