ლიბერთის და ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტი გრძელდება

ლიბერთის და „მთიელი წიგნების“ ერთობლივი პროექტის მიზანია მაღალმთიან სოფლებში, არც ერთი ბავშვი არ დარჩეს ყველაზე ძვირფასი საჩუქრის – წიგნის გარეშე.

აღნიშნული პროექტი მთაში მცხოვრები ბავშვებისთვის და მოზარდებისთვის თანამედროვე ლიტერატურის და ბოლო დროის თარგმანების ადგილზე ჩატანას და ამ გზით მოზარდებში კითხვის სიყვარულის გაღვივებას ითვალისწინებს.

ლიბერთის ხელშეწყობით, მთელი წლის განმავლობაში, გურიის, აჭარისა და სამცხე- ჯავახეთის მაღალმთიანი 120 სოფლის 2647 ბავშვმა და 35 სასკოლო ბიბლიოთეკამ 7300 წიგნი მიიღო საჩუქრად. ამჯერად, ამ პროექტის ფარგლებში, სამცხე ჯავახეთის რეგიონში, კერძოდ 39 სოფელში მცხოვრებ 842 ბავშვს და 17 სასკოლო ბიბლიოთეკას გადაეცა სასურველი 2693 წიგნი.

,,ლიბერთის კორპორაციული პასუხისმგებლობის სტრატეგიის მთავარი მიმართულება განათლების ხელშეწყობაა. მთიელი წიგნების გუნდთან ერთად ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვან საქმეს ვაკეთებთ. თითოეული მოგზაურობის დროს კიდევ ერთხელ ვრწმუნდებით, რომ წიგნი მართლაც ღირებული საჩუქარია და მას დიდი სიხარული მოაქვს ბავშვებისთვის. ლიბერთი, კითხვის პოპულარიზაციას მომავალშიც შეუწყობს ხელს“ – თამარ ზაქარიაძე, ლიბერთის კორპორაციული პასუხისმგებლობის ხელმძღვანელი.

,,მოხარული ვართ, რომ „მთიელი წიგნების“ მიერ წამოწყებული პროექტი ლიბერთის მხარდაჭერით გრძელდება. გურიის და აჭარის მაღალმთიანი რეგიონების შემდეგ ამჯერად სამცხე ჯავახეთს ვესტუმრეთ. პროექტის დაწყებიდან მაღალმთიანი 225 სოფლის 4400-ზე მეტ ბავშვს და 90 სკოლის ბიბლიოთეკას გადავეცით სასურველი წიგნები. ლიბერთისთან დამეგობრებით ჩვენი პროექტის მასშტაბი საგრძნობლად გაიზარდა და მომავალში უფრო მეტ ბავშვს ვაჩუქებთ ზუსტად იმ კონკრეტულ წიგნს, რომელზეც ისინი ოცნებობენ. ჩვენი მოგზაურობებიდან ნათლად ჩანს, რომ წიგნი ყველაზე ღირებული საჩუქარია და ცოდნას ყველაზე დიდი ძალა აქვს“ –გიორგი კივილაძე, „მთიელი წიგნების“ თანადამფუძნებელი.

,,მთიელი წიგნების“ შესახებ :

“მთიელი წიგნები” მეგობრების ჯგუფია, რომელიც ერთი წლის წინ გაიცნო საზოგადოებამ. თავს “წითელი ყველგანმავალის” მგზავრებს უწოდებენ და ცდილობენ, მაღალმთიან სოფლებში არც ერთი ბავშვი არ დარჩეთ უსაჩუქროდ! მათთვის ყველაზე ძვირფასი საჩუქარი – წიგნი მიაქვთ.

ლიბერთი ბანკის შესახებ:

ლიბერთი ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი კომერციული ბანკია, რომელიც 1,7 მილიონზე მეტ ფიზიკურ პირს და 50 000-ზე მეტ მცირე და საშუალო ბიზნესს ემსახურება. ბანკის აქტივები 3 მლრდ ლარს შეადგენს და დასაქმებულია 4500-ზე მეტი თანამშრომელი. ლიბერთი ქვეყნის მასშტაბით წარმოდგენილია ყველაზე ფართო ქსელით – 360-ზე მეტი მომსახურების ცენტრით, 632 ბანკომატით, თვითმომსახურების და POS ტერმინალებით საქართველოს ყველა რეგიონსა და მუნიციპალიტეტში. განვითარებული ინფრასტრუქტურის გარდა, როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირებისთვის ხელმისაწვდომია თანამედროვე ციფრული სერვისები და დისტანციური მომსახურება.

 

 

შემთხვევითი სიახლე

სემეკთან არსებული ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი სკოლის მოსწავლეებისთვის ახალ პროექტს იწყებს

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან (სემეკ) არსებული ელიზბარ ერისთავის სახელობის ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი …