ლიბერთის განახლებული ფილიალი გაიხსნა

თბილისი (BPI) – კრწანისში (გორგასლის ქუჩა 37)  ლიბერთის განახლებული ფილიალი გაიხსნა, რომელიც სრულ საბანკო მომსახურებას გაუწევს როგორც ფიზიკურ, ასევე იურიდიულ პირებს.

დღეიდან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე  პირები პირველად ისარგებლებენ  სრულად ადაპტირებული საბანკო მომსახურებით. ეტლით მოსარგებლე პირები  პანდუსით მოხვდებიან ადაპტირებულ სივრცეში, სადაც მათ სწრაფად და კომფორტულად მოემსახურებიან. ასევე, სპეციალური მომსახურებით ისარგებლებენ  მეტყველება და სმენადაქვეითებული პირები.

უსინათლო და მხედველობა დაქვეითებულ პირთა მომსახურებისთვის განკუთვნილია ადაპტირებული ე.წ. ხმოვანი ბანკომატი  და  მაქსიმალურადაა გამარტივებული საბანკო პროცედურები.

,,მომსახურების მაღალი სტანდარტების დანერგვა და მომხმარებლისთვის მაქსიმალურად კომფორტული გარემოს შექმნა, ჩვენი ახალი სტრატეგიის მთავარი ნაწილია. სწორედ ამ მიზნით ჩვენ დავიწყეთ ფილიალების განახლების პროცესი. კრწანისის ფილიალის ადაპტირება თანამედროვე, საერთაშორისო ტექნოლოგიების დანერგვითა და სტანდარტების სრული დაცვით განხორციელდა. აღნიშნული პროცესი მთელი ქვეყნის მასშტაბით,  ცენტრალურ რაიონებსა და რეგიონებშიც გაგრძელდება და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები მსგავსი ტიპის ადაპტირებული საბანკო სერვისებით არაერთ ფილიალში ისარგებლებენ“ – განაცხადა ლიბერთის გენერალური დირექტორის მოადგილემ ლევან თხელიძემ.

შემთხვევითი სიახლე

მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში ქუთაისში შეხვედრა გაიმართა

14 მარტს, 14:00 საათზე ქუთაისში, 6 მარეგულირებელი უწყების მიერ ორგანიზებულ მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო …