ლელო: სურგულაძე ისევე გაურკვევლად მიდის, როგორც იმართება მოქალაქეების ფული

თბილისი (BPI) – საზოგადოებრივი მოძრაობა ლელო საპენსიო რეფორმის შესაძლოჩავარდნაზე აცხადებს.

“ლელოს” ეკონომიკური გუნდის ერთ-ერთმა ლიდერმა გიგლა მიქაუტაძემ საპენსიო რეფორმის ხარვეზებზე საუბრისას განაცხადა, რომ ქართული ოცნების ხელში ისევე, როგორც ბევრი სხვა რეფორმა, საპენსიო რეფორმაც წარუმატებლობის საფრთხის წინაშეა, ფონდს და ოცნების ხელისუფლებას არ ჰყოფნის სათანადო კომპეტენცია ამ თანხების ეფექტური მართვისთვის.

“სურგულაძე ისევე გაურკვევლად მიდის, როგორც იმართება საქართველოს მოქალაქეების ფული.

ფაქტია, რომ საპენსიო რეფორმა ჯერჯერობით ვერ შედგა და შეიძლება ჩავარდეს, სააგენტოს მიერ 0,5 მილიარდი ლარია მობილიზებული, თუმცა მისი ინვესტირება, ფაქტობრივად, არსად მომხდარა”, – ამბობს მიქაუტაძე.

ის საპენსიო სააგენტოსგან გამოთხოვილ ინფორმაციას იშველიებს და აცხადებს, რომ ერთი წლის თავზე, სააგენტოს არ აქვს შემუშავებული საინვესტიციო დოკუმენტი; საინვესტიციო საბჭოს უნდა დაეწყო საპენსიო აქტივების ინვესტირებასთან დაკავშირებული ყველა საქმიანობის მონიტორინგი და შეფასება, თუმცა არ დაწყებულა; საინვესტიციო საბჭოს მიერ ჯერ კიდევ არ არის დადგენილი აქტივების მმართველი კომპანიის შერჩევის წესი და კრიტერიუმები; დაკომპლექტებული არ არის რისკის კომიტეტი. ასეთი მმართველობითი ორგანოს შესაქმნელად აუცილებელია შეტანილ იქნეს ჩანაწერი კანონში დაგროვებითი პენსიის შესახებ ან/და საპენსიო სააგენტოს დებულებაში მთავრობის დადგენილების საფუძველზე.

“ფონდში აკუმულირებული თანხა განთავსებულია საქართველოში მოქმედ კომერციულ ბანკებში საპენსიო სააგენტოს ნომინალური მფლობელობის მიმდინარე ანგარიშებზე, სადაც საპროცენტო განაკვეთი დაახლოებით 8.5%-ია, იმ ფონზე, როცა ინფლაცია 7 %-ს უდრის”, – განაცხადა გიგლა მიქაუტაძემ.

შემთხვევითი სიახლე

ცენტრალური გათბობის სისტემის დანერგვის ხელშეწყობისთვის სემეკმა რეგულაცია შეიმუშავა

მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებში ცენტრალური გათბობის სისტემის დანერგვისა და განახლებადი ენერგიის გამოყენების ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს ენერგეტიკისა …