ლევან კობიაშვილმა ქართველ მზარეულებთან ერთად ლიონის გამოფენაზე ქართული კერძები წარადგინა

თბილისი (BPI) – საფრანგეთის ქალაქ ლიონში საქართველო ყველაზე მასშტაბურ გასტრონომიულ გამოფენაში Sirha პირველად მონაწილეობს.

საქართველო  11-მა ახალგაზრდა მზარეულმა, შეფმზარეულის ლევან კობიაშვილის ხელმძღვანელობით, წარმოადგინა და გამოფენის სტუმრებს ქართული კერძები და ავთენტური ინგრედიენტები გააცნო. 

„ჩვენ  გავხდით დიდი კულინარიული ოჯახის სრულფასოვანი წევრი. ქართულ სამზარეულოს უკვე პროფესიონალები წარადგენენ  და მსოფლიოს გააცნობენ იმ მაღალი სტანდარტით, რასაც Syrha და Bocuse d’Or ითვალისწინებს“, –  ღვინის ეროვნული სააგენტოს თავჯდომარის მოადგილემ, დავით ტყემალაძემ განაცხადა.

გამოფენაზე ქართული კერძები ღია სამზარეულოში მომზადდა და ვიზიტორებს  ქართული კერძების, როგორიცაა  ხინკალი, ხაჭაპური, ჩაქაფული, დამბალხაჭო, ხარჩო, ელარჯი, მომზადების პროცესზე დაკვირვების და დაგემოვნების საშუალება მიეცათ. სპეციალური სივრცე ღვინის დეგუსტაციისთვისაც იყო გამოყოფილი.

ქართული სტენდზე კერძები  Bocuse d’Or -ის პრეზიდენტმა, ჟერომე ბოკიუზიმ დააგემოვნა. ქართულ სტენდს სტუმრობდა  მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ფრანგი შეფ-მზარეული, ფრანსუა ბაკრიც.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო-ს ფოტო.

 „Sirha 2019” ყველაზე მასშტაბური კულინარიული გამოფენაა, რომელიც საფრანგეთში, ქალაქ ლიონში იმართება და მთელი მსოფლიოდან კვების მრეწველობაში ჩართულ ადამიანებს, მწარმოებლებსა და ორგანიზაციებს აერთიანებს.

გამოფენა, რომელმაც 6 000-ზე მეტ ვიზიტორს უმასპინძლა, ქალაქ ლიონის მერმა, ჟერარდ კოლომბიმ და გასტრონომიული ჩემპიონატის Bocuse d’Or  პრეზიდენტმა, ჟერომე ბოკიუზიმ გახსნეს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო-ს ფოტო.

გამოფენის პარალელურად, გაიმართა მსოფლიოს ყველაზე დიდი გასტრონომიული ჩემპიონატი „Bocuse d’Or 2019”. გამოფენისა და ჩემპიონატის ორგანიზატორი ერთი გუნდია; მათთან ორწლიანი მოლაპარაკებების შემდეგ, საქართველო გახდა „ბოკუზ დორის” გასტრონომიული ოჯახის წევრი .

 „Sirha 2019” კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საერთაშორისო პლატფორმაა, სადაც საქართველოს შესაძლებლობა ეძლევა ქართული სამზარეულო, ქართული კულტურის უნიკალურობა და ქვეყნის ტურისტული პოტენციალი, მსოფლიოს მასშტაბით, კიდევ უფრო მეტ ადამიანს გააცნოს.

გამოფენაში საქართველოს ჩართვის თანაორგანიზატორები გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, „საქპატენტი” და  ღვინის ეროვნული სააგენტო იყვნენ.  გამოფენაში საქართველოს მონაწილეობას ორგანიზება საქართველოს კულინარიის ფედერაციამ და  კვების დაწესებულების ბიზნესსააგენტომ „გასტრონავტმა“ გაუწია.

შემთხვევითი სიახლე

მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში ქუთაისში შეხვედრა გაიმართა

14 მარტს, 14:00 საათზე ქუთაისში, 6 მარეგულირებელი უწყების მიერ ორგანიზებულ მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო …