ლევან თხელიძე: სებ-ის გადაწყვეტილება შეასუსტებს ინფლაციურ წნეხს

თბილისი (BPI) – ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებას უცხოურ ვალუტაში მოზიდულ სახსრებზე მინიმალური სარეზერვო მოთხოვნის 5%-ით შემცირებასთან დაკავშირებით ლიბერთი ბანკის გენერალური დირექტორის მაოდგილე ლევან თხელიძე ეხმიანება.

მისი განმარტებით, ფუნდამენტურ მაკროეკონომიკურ ინდიკატორებში არ შეინიშნება მნიშვნელოვანი ცვლილებები და ბოლო მონაცემებით ეკონომიკური ზრდის ტემპი 5%-ს ფარგლებშია, რაც უდავოდ მთავრობის თანმიმდევრული და გააზრებული ეკონომიკური პოლიტიკის შედეგია.

„ვფიქრობთ, ლარის გაცვლითი კურსი ზედმეტად არის გაუფასურებული. ამ ფონზე რეგულატორის მიერ დღეს და ბოლო პერიოდში გადადგმული ნაბიჯები შეასუსტებს ინფლაციურ წნეხს და ხელს შეუწყობს ლარის კურსის დასტაბილურებას“

სარეზერვო მოთხოვნის შემცირებასთან დაკავშირებით კობა გვენეტაძემ განაცხადა, რომ ეს ბანკებს $700 მილიონის რესურსს გამოუთავისუფლებს, რაც ქვეყნის ეკონომიკის დაკრედიტებას მოხმარდება.

 

შემთხვევითი სიახლე

სემეკმა „ჯივიპის“ მიერ მომხმარებლებზე განხორციელებული უსაფუძვლო დარიცხვების დაუყოვნებლივი შესწავლა დაიწყო

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) ბოლო დღეების განმავლობაში შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ …