ლევან დავითაშვილმა არაბულ კომპანია MASDAR-ის დელეგაციასთან განახლებადი ენერგეტიკის პროექტები განიხილა

ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი არაბთა გაერთიანებული საამიროების კომპანიის ABU DHABI FUTURE ENERGY COMPANY PJSC – MASDAR დელეგაციას შეხვდა, რომელიც საქართველოში განახლებადი ენერგეტიკის პროექტების შემდგომი განვითარების საკითხების განსახილველადაა ჩამოსული.

შეხვედრას ასევე დაესწრნენ მინისტრის მოადგილე რომეო მიქაუტაძე და საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის დირექტორი გიორგი ჩიქოვანი.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდსა და ABU DHABI FUTURE ENERGY COMPANY PJSC – MASDAR შორის გასული წლის ბოლოს ხელი მოეწერა შეთანხმებას საქართველოში 100 მგვტ-მდე დადგმული სიმძლავრის მზის ელექტროსადგურის (solar PV project) პროექტის ერთობლივ განვითარების თაობაზე. შეთანხმების თანახმად, მხარეებმა, მზის ელექტროსადგურის პროექტის შემდგომ განვითარების მიზნით, უნდა განახორციელონ ქმედებები ტექნიკური, კომერციული და ფინანსური მიმართულებებით.

შეთანხმების ხელმოწერას წინ უღძოდა კომპანია „მასდარი“-ს ინვესტიციების და ბიზნეს განვითარების დირექტორის ვიზიტი საქართველოში სადაც მხარეებმა განიხილეს მომავალი თანამშრომლობის საკითხები. კომპანია “მასდარი”  არაბთა გაერთიანებული საამიროების უმსხვილესი საინვესტიციო ჰოლდინგ „მუბადალას“ ერთ – ერთ წამყვან კომპანიას წარმოადგენს და არის გლობალური ლიდერი განახლებადი ენერგიისა და მდგრადი ურბანული განვითარების მიმართულებით, რომელიც საერთაშორისო ბაზარზე ანვითარებს განახლებადი ენერგიის პროექტებს და აუმჯობესებს ინოვაციებს სუფთა ტექნოლოგიებში.

შემთხვევითი სიახლე

ოლაფ შოლცი – რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა

რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი საშუალო მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა, – BBC-ის ინფორმაციით, …