assorted nuts

ლევან დავითაშვილი ნუშისა და კაკლის მწარმოებელებს შეხვდა

თბილისი (BPI) – გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ნუშისა და კაკლის მწარმოებელთა ასოციაციის წარმომადგენლებს შეხვდა.

„საქართველოში კაკლოვანი კულტურების წარმოების დიდი პოტენციალი არსებობს. ამ პოტენციალის სრულად ათვისებისთვის, ძალიან მნიშნელოვანია თანამედროვე ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება. სახელმწოფო აგრარული დარგის მიმართულებით არაერთ მხარდამჭერ პროექტს ახორციელებს. ამ პროექტების ფარგლებში, ფერმერებს შესაძლებლობა აქვთ კაკლისა და ნუშის თანამედროვე ბაღების გაშენების და მათი სარწყავი სისტემებით უზრუნველყოფისთვის სახელმწიფოსგან მნიშვნელოვანი ფინანსური დახმარება მიიღონ. რაც შეეხება ქართველი ფერმერებისთვის თანამედროვე ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას, აღსანიშნავი ფაქტია, რომ ამ მიმართულებას სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამა (ENPARD IV) ითვალისწინებს“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

მინისტრის განცხადებით, დარგის განვითარებაში ასოციაციების ჩართულობა და მათი როლის გაძლიერება მნიშვნელოვანი საკითხია, რასაც სამინისტროს პოლიტიკაც ითვალისწინებს.

შემთხვევითი სიახლე

სასტუმროში მკვეთრად გაიზარდა დატვირთვა და უკვე 80%-ს აჭარბებს – Mercure & Swissotel Tbilisi

სასტუმრო „Mercure“ & „Swissotel Tbilisi“-ის გენერალური მენეჯერის ერდოღან შაჰინის განცხადებით, 2025 წლის ზაფხულის ტურისტული სეზონი …