ლაშა ხუციშვილი ონლაინ ფორმატში აზიის განვითარების ბანკის აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი ონლაინ ფორმატში აზიის განვითარების ბანკის (ADB) აღმასრულებელ დირექტორს, ტონი მაკდონალდს შეხვდა.

შეხვედრას, ასევე, დაესწრნენ აზიის განვითარების ბანკის ალტერნატიული დირექტორი დეივიდ კავენა და ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე.

მხარეებს შორის საუბრისას, ყურადღება გამახვილდა უკრაინაში რუსეთის აგრესიის შედეგად მიმდინარე საომარი მოქმედებების გავლენაზე მსოფლიოსა და რეგიონზე.

შეხვედრაზე მიმოიხილეს ეკონომიკური განვითარების სავარაუდო ტენდენციები და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები.

ფინანსთა მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა ADB-ის როლი საქართველოში გლობალური პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით და იმედი გამოთქვა, რომ არსებული გამოწვევების დაძლევის პარალელურად, აზიის განვითარების ბანკი გააგრძელებს კერძო სექტორის გაძლიერებას, საქართველოს რეფორმების დღის წესრიგის მხარდაჭერას, ისეთი სექტორების დაფინანსებას, როგორებიცაა: ენერგეტიკა, წყალმომარაგება, საგზაო ინფრასტრუქტურა და სხვა.

შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა გამოთქვეს იმედი, რომ საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის პარტნიორობა აქტიურად გაგრძელდება 2019-2023 წლების თანამშრომლობის სტრატეგიის ფარგლებში.

 

შემთხვევითი სიახლე

აპლიკაცია, რომელიც გეხმარება დაუკავშირდე ყველას, ნებისმიერ ადგილზე: Rakuten Viber-ის 7 საოცარი ფუნქცია, რომელიც შესაძლოა აქამდე არ გამოგიყენებია

Rakuten Viber, ეს არის გლობალური, უსაფრთხო საკომუნიკაციო აპლიკაცია, რომელიც, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, მილიონობით ადამიანს აკავშირებს …