ლაშა ხუციშვილი მსოფლიო ბანკის ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის ადამიანური კაპიტალის განვითარების დირექტორს შეხვდა

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი მსოფლიო ბანკის ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის ადამიანური კაპიტალის განვითარების დირექტორს, ფადია საადას, სამხრეთ კავკასიაში ბანკის რეგიონულ დირექტორს, სებასტიან მოლინეუსს და ბანკის სხვა წარმომადგენლებს შეხვდა.

მხარეებმა მიმოიხილეს მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით ქვეყანაში მიმდინარე და სამომავლო პროექტები. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ადამიანური კაპიტალის განვითარების მიმართულებით მსოფლიო ბანკსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის საკითხებზე.

როგორც აღინიშნა, მსოფლიო ბანკი საქართველოს მთავრობასთან ერთად ადამიანური კაპიტალის რეფორმის პროგრამას ამზადებს, რომელიც ხელს შეუწყობს ქვეყნის მდგრად და ინკლუზიურ ეკონომიკურ ზრდას.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა სოციალური და განათლების კუთხით განხორციელებულ რეფორმებზე და იმ გამოწვევებზე, რომელიც დღეის მდგომარეობით აღნიშნული მიმართულებებით რჩება.

მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ მომავალი წლიდან ადამიანური კაპიტალის განვითარების მიმართულებით მსოფლიო ბანკსა და საქართველოს შორის თანამშრომლობა უფრო გააქტიურდება.

შემთხვევითი სიახლე

წყალმომარაგების სექტორში მეტი ინვესტიცია ნიშნავს შემცირებულ ავარიულ გათიშვებსა და მოწესრიგებულ ინფრასტრუქტურას – დავით ნარმანია

სემეკის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ მონაწილეობა მიიღო საქართველოს ეკონომიკური ფორუმის 31-ე პანელურ დისკუსიაში – „წყლის რესურსები …