ლარს მონეტარული ინსტრუმენტები ამყარებს, ეკონომიკის ზრდას კი არამონეტარული ბერკეტები აჩქარებს

თბილისი (BPI) – „ჩვენი ეკონომიკური გუნდის და მათ შორის ეროვნული ბანკის, პირველადი ზრუნვის საგანი ინფლაციის შემაკავებელი ღონისძიებებია და თქვენ ხედავთ, რომ ეს ღონისძიებები ხორციელდება წარმატებით –  ლარი მყარდება“ –  ეკონომიკის მინისტრმა მთის საერთაშორისო დღის ღონისძიებაზე განაცხადა, რომ პარალელურად ეკონომიკური ზრდა რომ არ შენელდეს, არამონეტარული ბერკეტები მაქსიმალურად გამოიყენება:

დააჩქარებული პრივატიზაცია. წიაღის გამარტივებული ლიცენზია ტურიზმის,  საექსპორტო წარმოების წახალისება, – ნათია თურნავას შენელების ნაცვლად, რეგიონში  მაღალი ზრდა რეალუტად მიაჩნია, -” როგორც ამას საერთაშორისო ორგანიზაციები პროგნოზირებენ. ასევე პარალელურად, ლარმაც განაგრძოს გამყარება”.

„ეს გადაწყვეტილებები არის იმ პოლიტიკის ნაწილი, რაც შედეგად მოიტანს ლარის კურსის დინამიკის სტაბილურობას, მაღალ ეკონომიკურ ზრდას, რასაც სხვადასხვა ბერკეტი უზრუნველვყოფთ და ინფლაციის შემცირებას“ – დასძინა ნათია თურნავამ.

 

შემთხვევითი სიახლე

წყალმომარაგების სექტორში მეტი ინვესტიცია ნიშნავს შემცირებულ ავარიულ გათიშვებსა და მოწესრიგებულ ინფრასტრუქტურას – დავით ნარმანია

სემეკის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ მონაწილეობა მიიღო საქართველოს ეკონომიკური ფორუმის 31-ე პანელურ დისკუსიაში – „წყლის რესურსები …