“ლარს თუ არ ეშველა, მივიღებთ სავალუტო კრახს” – გოცირიძე

თბილისი (BPI) – “რაც ლართან დაკავშირებით ხდება, ეს ჯდება კლასიკური სავალუტო კრიზისის ჩარჩოში და თუ ასე გაგრძელდა მივიღებთ სავალუტო კრახს, რომელიც ეკონომიკის და ფინანსების ყველა სფეროს დაარტყამს”,- რომან გოცირიძე წინასაგანგაშო პერიოდზე აცხადებს.  მისი თქმით, რეფინანსირების განაკვეთის 0,5 %-ით გაზრდა  ვერ გახდება კომერციული ბანკების მხრიდან რეფინანსირების სესხის მოცულობის კლების მიზეზი. ცენტრალურმა ბანკმა პროცენტის გაზრდასთან ერთად ფულის მიწოდებაც უნდა შეამციროს.

“ესეც არაა საკმარისი. როცა ვალუტის შემოდინების მხრივ არაა პრობლემა (გაუმჯობესდა მიმდინარე ანგარიშის ბალანსი), მაგრამ ლარი მაინც განაგრძობს გაუფასურებას, პრობლემა მთავრობის ხარჯებშია და ეროვნული ბანკის არასწორ ქმედებებში. ეპიზოდური გამონათებები საქმეს არ უშველის. დღეს მთავარი ლარისა და ფასების სტაბილურობაა და არა ეკონომიკურ ზრდაზე და კომერციულ ბანკებში პროცენტებზე ვიშ-ვიში”, – მისი თქმით, ლარს თუ არ ეშველა  ისედაც არაფერი გამოსწორდება,  პირისი გაუარესდება.

იქნება ცუდი( უარესი) მდგომარეობა ორივე შემთხვევაში, თუ ლარს არ ეშველა. რაც ლართან დაკავშირებით ხდება, ეს ჯდება კლასიკური სავალუტო კრიზისის ჩარჩოში და თუ ასე გაგრძელდა მივიღებთ სავალუტო კრახს, რომელიც ეკონომიკის და ფინანსების ყველა სფეროს დაარტყამს.

შემთხვევითი სიახლე

მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში ქუთაისში შეხვედრა გაიმართა

14 მარტს, 14:00 საათზე ქუთაისში, 6 მარეგულირებელი უწყების მიერ ორგანიზებულ მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო …