ლარსი ჰესის დირექცია: თეა გოდოლაძე მიზანმიმართულად ცრუობს, რაც დარგის დისკრედიტაციას ემსახურება

თბილისი (BPI) – ლარსი ჰესის ადმინისტრაციას განცხადებას ავრცელებს.

“გვინდა გამოვეხმაუროთ ამა წლის 27 მაისს ერთ-ერთი მაუწყებლის ეთერში, დებატებში მოწვეული სტუმრის, „სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი“-ს დირექტორის, ქალბატონი თეა გოდოლაძის განცხადებას.

ქალბატონმა გოდოლაძემ პერდაპირ ეთერში ორჯერ, მტკიცებით ფორმაში განაცხადა, რომ თითქოს „ლარსი ჰესი“ დაიტბორა, განადგურდა, აღარ მუშაობს და დაიღუპა 20 ადამიანი.

ცალსახად ვაცხადებთ, რომ გავრცელებული ინფორმაცია წარმოადგენს სიცრუეს და დეზინფორმაციას.

ჰიდროელექტროსადგური „ლარსი ჰესი“ ესპლუატაციაში შევიდა 2013 წელს და მას შემდგომ წარმატებით ოპერირებს. ჰიდროელექტროსადგურმა თავისი ფუნქციონირების პერიოდში, გადაიტანა და გაუძლო არაერთ მასშტაბურ სტიქიურ მოვლენას. გარდა ამისა,  აღნიშნული სტიქიების დროს, ჰესის წყალმიმღებმა ნაგებობებმა შეაჩერა ღვარცოფული ნაკადები, რამაც გადაარჩინა არაერთი ადამიანის სიცოცხლე და მიმდებარე მნიშვნელოვანი ობიექტი (საბაჟო-გამშვები პინქტი „ყაზბეგი“, მესაზღვრეთა საბაზო შენობა, სასტუმრო, ხიდი მდ. ბროლისწყალზე და სხვა.) ასევე სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ „ლარსი ჰესზე“  მშენებლობის და ოპერირების პერიოდში არცერთი ადამიანი დაღუპულა.

ქალბატონი გოდოლაძის ზემოთ აღნიშნული განცხადება მიზანმიმართულად ემსახურება დარგის დისკრედიტაციას და საზოგაოდების შეცდომაში შეყვანას. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ჰიდროელექტროსადგური „ლარსი ჰესი“ ფუნქციონირებს უწყვეტ რეჟიმში, სტაბილურად და სრული სიმძლავრით ამარაგებს ქვეყნის ენერგოსისტემას”, ნათქვამია განცხადებაში.

 

შემთხვევითი სიახლე

მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში ქუთაისში შეხვედრა გაიმართა

14 მარტს, 14:00 საათზე ქუთაისში, 6 მარეგულირებელი უწყების მიერ ორგანიზებულ მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო …