ლარსის მიმართულებით ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის 136-ე კილომეტრზე (ნეიტრალური ზონა), ჩატარებული ინტენსიური სამუშაოებისა და შესაბამისი ღონისძიებების შედეგად, ავტოტარნსპორტის მოძრაობა აღდგა.

ამ ეტაპზე, ავტოტრანსპორტი დროებითი გზის საშუალებით იმოძრავებს, პარალელურ რეჟიმში კი გზის კაპიტალური შეკეთების სამუშაოები დაიგეგმება და ჩატარდება.

შეგახსენებთ, რომ ძლიერი წვიმის და უხვი ნალექის გამო, გვიან ღამით საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის 136-ე კილომეტრზე (ნეიტრალური ზონა) მდინარე თერგის ადიდების შედეგად, გზის 80 მ-მდე მონაკვეთი დაზიანდა და ამ დრომდე, აღნშნულ მონაკვეთზე აკრძალული იყო ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

შემთხვევითი სიახლე

აუცილებელია რომ მეტმა ახალგაზრდამ იცოდეს რამდენად მნიშვნელოვანია ენერგეტიკის სექტორის განვითარება – დავით ნარმანია

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, პროფესორმა დავით ნარმანიამ, სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის …