ლარი მცირედით გამყარდა

17 ივნისის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და  2.9239 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.9358 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 1.19 თეთრი შეადგინა.

გამყარდა ევრო, რომლის კურსი 3.0757 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.0524 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 2.33 თეთრი შეადგინა.

გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.1689 ლარს შეადგენს, ხოლო გამყარდა ფუნტი და 3.5920 ლარი ეღირება.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 18 ივნისიდან  შევა ძალაში.

შემთხვევითი სიახლე

ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის მხარდაჭერით სემეკის მიერ დაფუძნებულ ენერგეტიკის სასწავლო ცენტრში მიმდინარე პროექტის ფარგლებში გურიის რეგიონში საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა

ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის (IVF) მხარდაჭერით, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) მიერ დაფუძნებული …