ლარი მცირედით გამყარდა

15 ივნისის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და  2.9436 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.9631 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 1.95 თეთრი შეადგინა.

გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 3.0855 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.0923 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.68 თეთრი შეადგინა.

გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.1703 ლარს შეადგენს, ასევე  გაუფასურდა ფუნტი და 3.5609 ლარი ეღირება.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 16 ივნისიდან  შევა ძალაში.

შემთხვევითი სიახლე

ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის მხარდაჭერით სემეკის მიერ დაფუძნებულ ენერგეტიკის სასწავლო ცენტრში მიმდინარე პროექტის ფარგლებში გურიის რეგიონში საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა

ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის (IVF) მხარდაჭერით, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) მიერ დაფუძნებული …