ლარი მცირედით გამყარდა

10 ივნისის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და  2.9622 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.9687 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.65 თეთრი შეადგინა.

გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 3.1382 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.1833 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 4.51 თეთრი შეადგინა.

გამყარდა თურქული ლირა, რომელიც 0.1736 ლარს შეადგენს, ხოლო  გაუფასურდა ფუნტი და 3.6865 ლარი ეღირება.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 11 ივნისიდან  შევა ძალაში.

შემთხვევითი სიახლე

2025 წლის მონაცემებით, ფოთის პორტში ყველაზე მეტი კონტეინერი მაისში დამუშავდა

2025 წლის იანვრიდან დღემდე, ეიპიემ ტერმინალს ფოთმა მაისის თვეში ყველაზე მეტი, 58 629 TEU კონტეინერი დაამუშავა. …