ლარი მცირედით გამყარდა

2 ივნისის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და  3.0076 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც
დღეს მოქმედებდა, 3.0307 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან
მიმართებაში 2.31 თეთრი შეადგინა.

გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 3.2163 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.2477 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 3.14 თეთრი შეადგინა.

გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.1826 ლარს შეადგენს, ასევე  გაუფასურდა ფუნტი და 3.7748 ლარი ეღირება.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 3 ივნისიდან  შევა ძალაში.

შემთხვევითი სიახლე

ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის წარმომადგენლები ქ. თელავის საჯარო სკოლების მოსწავლეებს შეხვდნენ

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) მიერ დაფუძნებული ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის ინიციატივითა და …