ლარი მცირედით გამყარდა

3 მაისის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და  3.0331 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.0590 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 2.59 თეთრი შეადგინა.

გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 3.1869 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.2190 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 3.21 თეთრი შეადგინა.

გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.2039 ლარს შეადგენს, ასევე  გაუფასურდა ფუნტი და 3.7950 ლარი ეღირება.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 4 მაისიდან  შევა ძალაში.

შემთხვევითი სიახლე

მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში ქუთაისში შეხვედრა გაიმართა

14 მარტს, 14:00 საათზე ქუთაისში, 6 მარეგულირებელი უწყების მიერ ორგანიზებულ მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო …