ლარი ევროსთან გამყარდა

2 მარტის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 3.2419 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.2244 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში -1.75 თეთრი შეადგინა.
გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 3.5975 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.6039 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.64 თეთრი შეადგინა.

გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.2305 ლარს შეადგენს, ასევე გაუფასურდა ფუნტი და 4.3182 ლარი
ეღირება.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 3 მარტიდან შევა ძალაში.

შემთხვევითი სიახლე

სემეკსა და სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს შორის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასა (სემეკი) და საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს შორის მემორანდუმი …