ლარი დოლართან მიმართებაში გაუფასურდა, ევროსთან გამყარდა

29 სექტემბერის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 3.1228 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.1207 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში -0.21 თეთრი შეადგინა.

გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 3.6409 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.6450 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.41 თეთრი შეადგინა.

გამყარდა თურქული ლირა, რომელიც 0.3525 ლარს შეადგენს, ხოლო გაუფასურდა ფუნტი და 4.2198 ლარი
ეღირება.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 30 სექტემბერიდან შევა ძალაში.

შემთხვევითი სიახლე

ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის მხარდაჭერით სემეკის მიერ დაფუძნებულ ენერგეტიკის სასწავლო ცენტრში მიმდინარე პროექტის ფარგლებში გურიის რეგიონში საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა

ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის (IVF) მხარდაჭერით, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) მიერ დაფუძნებული …