ლარი დოლართან გაუფასურდა, ევროსთან კი გამყარდა

1 აპრილის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და  3.0918 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.0896 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში -0.22 თეთრი შეადგინა.

გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 3.4195 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.4276 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.81 თეთრი შეადგინა.

გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.2104 ლარს შეადგენს, ხოლო გამყარდა ფუნტი და 4.0629 ლარი ეღირება.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 2 აპრილიდან  შევა ძალაში.

შემთხვევითი სიახლე

სემეკმა 4 თვეში ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის მომხმარებლებს უსაფუძვლოდ დარიცხული 120 ათას ლარზე მეტი ჩამოაწერა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) 2026 წლის იანვარიდან აპრილის ჩათვლით ელექტროენერგიის, ბუნებრივი …