ლარი დოლართან გამყარდა, ევროსთან გაუფასურდა

17 მაისის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და  2.9654 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.9769 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთა მიმართებაში 1.15 თეთრი შეადგინა.

გამყარდა ევრო, რომლის კურსი 3.1181 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.1028 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 1.53 თეთრი შეადგინა.

გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.1871 ლარს შეადგენს, ხოლო გამყარდა ფუნტი და 3.6961 ლარი ეღირება.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 18 მაისიდან  შევა ძალაში.

შემთხვევითი სიახლე

სემეკმა „ჯივიპის“ მიერ მომხმარებლებზე განხორციელებული უსაფუძვლო დარიცხვების დაუყოვნებლივი შესწავლა დაიწყო

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) ბოლო დღეების განმავლობაში შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ …