ლარი გაფრინდა – Bloomberg-ის სისტემაში ლარის კურსი ისტორიულ მინიმუმზეა

თბილისი (BPI) – Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში ლარი დოლართან ისევ გაუფასურების ტრენდ აჩვენებს.

დილას ვაჭრობა $1/2.8250 ლარიდან დაიწყო. ვაჭრობის განმავლობაში კურსი მერყევია. ამ დროისთვის კურსი $1/2.8475 ლარზე ავიდა.

ეკონომიკის მინისტრმა გუშინ განაცხადა, რომ რყევა მოკლევადიანია. ნათია თურნავას თქმით, მაკროეკონომიკური პარამეტრები სტაბილურია და „არაფერი მიგვანიშნებს იმაზე, რომ გრძელვადიან გაუფასურებასთან გვაქვს საქმე“.

შემთხვევითი სიახლე

სემეკმა „ჯივიპის“ მიერ მომხმარებლებზე განხორციელებული უსაფუძვლო დარიცხვების დაუყოვნებლივი შესწავლა დაიწყო

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) ბოლო დღეების განმავლობაში შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ …