ლარი გამყარებას აგრძელებს

20 ივლისის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და  2.8203 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.8281 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.78 თეთრი შეადგინა.

გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 2.8697 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8994 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 2.97 თეთრი შეადგინა.

გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.1603 ლარს შეადგენს, ასევე  გაუფასურდა ფუნტი და 3.3748 ლარი ეღირება.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 21 ივლისიდან  შევა ძალაში.

შემთხვევითი სიახლე

რატომ აქვს ყავის ჭიქის თავსახურს პატარა ნახვრეტი?

ერთი შეხედვით უმნიშვნელო დეტალი, რომელიც სასმელის დასალევად განკუთვნილი ძირითადი ხვრელისგან განცალკევებით მდებარეობს, სინამდვილეში ფიზიკის კანონებს …