ლარი გამყარებას აგრძელებს

20 აპრილის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და  3.0273 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.0530 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 2.57 თეთრი შეადგინა.

გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 3.2864 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.2930 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.66 თეთრი შეადგინა.

გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.2064 ლარს შეადგენს, ასევე  გაუფასურდა ფუნტი და 3.9540 ლარი ეღირება.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 21 აპრილიდან  შევა ძალაში.

შემთხვევითი სიახლე

წყალმომარაგების სექტორში მეტი ინვესტიცია ნიშნავს შემცირებულ ავარიულ გათიშვებსა და მოწესრიგებულ ინფრასტრუქტურას – დავით ნარმანია

სემეკის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ მონაწილეობა მიიღო საქართველოს ეკონომიკური ფორუმის 31-ე პანელურ დისკუსიაში – „წყლის რესურსები …