ლარი გამყარდა

13 აპრილის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და  3.0830 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.0841 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.11 თეთრი შეადგინა.

გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 3.3380 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.3518 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 1.38 თეთრი შეადგინა.

გამყარდა თურქული ლირა, რომელიც 0.2113 ლარს შეადგენს, ხოლო  გაუფასურდა ფუნტი და 4.0091 ლარი ეღირება.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 14 აპრილიდან  შევა ძალაში.

შემთხვევითი სიახლე

კომერციული ვენახების გაშენებაზე თანხმობის გაცემა დაკავშირებულია მხოლოდ ღვინის ხარისხის გაუმჯობესებასთან – ლევან მეხუზლა

ღვინის ხარისხის გაუმჯობესების მიმართულებით დაგეგმილი რეფორმებით საქართველომ კიდევ უფრო უნდა გაიმყაროს პოზიციები და საერთაშორისო ბაზარზე …