ევროს კურსი დოლარისას გაუთანაბრდა

12 ივლისის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და  2.8745 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.8830 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.85 თეთრი შეადგინა.

გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 2.8788 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9156 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 3.68 თეთრი შეადგინა.

გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.1653 ლარს შეადგენს, ასევე  გაუფასურდა ფუნტი და 3.4037 ლარი ეღირება.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 13 ივლისიდან  შევა ძალაში.

 

შემთხვევითი სიახლე

15 მარტს ექვსმა მარეგულირებელმა უწყებამ მომხმარებლის დაცვის საერთაშორისო დღე ბათუმში აღნიშნა

15 მარტს, მომხმარებლის უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეს, ბათუმში, კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს, სემეკის, დაზღვევის …