ლარი გამყარდა

11 ივლისის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და  2.8830 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.8896 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.66 თეთრი შეადგინა.

გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 2.9156 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9327 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 1.71 თეთრი შეადგინა.

გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.1659 ლარს შეადგენს, ასევე  გაუფასურდა ფუნტი და 3.4472 ლარი ეღირება.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 12 ივლისიდან  შევა ძალაში.

შემთხვევითი სიახლე

2025 წლის მონაცემებით, ფოთის პორტში ყველაზე მეტი კონტეინერი მაისში დამუშავდა

2025 წლის იანვრიდან დღემდე, ეიპიემ ტერმინალს ფოთმა მაისის თვეში ყველაზე მეტი, 58 629 TEU კონტეინერი დაამუშავა. …