ლარი გამყარდა – მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებამ გაჭრა

თბილისი (BPI) – 24 ოქტომბერის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და  2.9515 ლარი შეადგინა. დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 1.46 თეთრი შეადგინა.

გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 3.2835 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.2965 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 1.30 თეთრი შეადგინა.

გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.5134 ლარს შეადგენს, ასევე  გაუფასურდა ფუნტი და 3.8039 ლარი ეღირება.

აღსანიშნავია, რომ სებ-მა მონეტარული პოლიტიკა გუშინ გაამკაცრა. მონეტარული პოლიტიკის კომიეტტის გადაწყვეტილებით რეფინანსირების განაკვეთი 8.5% გახდა.

შემთხვევითი სიახლე

გერმანიაში მეორადი ნივთების გაყიდვების ბუმია – სტერეოტიპების მსხვრევა და ეკონომიკური ტრენდები

გერმანიაში მეორადი მოხმარების ნივთების ბაზარი რეკორდულ ზრდას აჩვენებს და სულ უფრო პოპულარული ხდება მოსახლეობის ყველა …