ლარი გამყარდა და სებ-მა დოლარის ყიდვა დაიწყო

თბილისი (BPI) -სებ-მა თებერვლის შემდეგ სავალუტო აუქციონი პირველად გამართა და 10 მლნ შეისყიდა, კურსით $1/ ₾2.74. მკვეთრი გაუფასურების შემდეე ლარი 31 მაისიდან მყარდება.

სებ-ის პრეზიდენტმა მაისის მიწურულს ფსკ-ს შემდეგ განაცხადა, რომ წინა თვეებში თუ რეზერვების მოცულობა არაადექვატური იყო,  ამ დროისთვის მისაღებია, სსფ-ის შეფასების კრიტერიუმით განსაზღვული დერეფნის (100-150%) მინიმუმზეა.

თებერვალში 3 აუქციონზე სებ-მა $50 მლნ შეისყიდა, $1/₾2.6461-₾2.6497 კურსით. თებერვლიდან კი ბანკებს ოფციონები შესთავაზა, რომლითაც $51 მლნ-ია მხოლოდ განაღდებული (თებერვლის შემდეგ არ გაუნაღდებიათ).

ოფციონების  განაღდების კურსი,  ბოლო 20 დღის საშუალო  საკურსო მაჩვენებელს არ უნდა აღემატებოდეს.

სებ-ის პრეზიდენტმა  ფსკ-ს შემდეგ განაცხადა, რომ წინა თვეებში თუ რეზერვების მოცულობა არაადექვატური იყო,  ამ დროისთვის მისაღებია, სსფ-ის შეფასების კრიტერიუმით განსაზღვული დერეფნის (100-150%) მინიმუმზეა. კობა გვენეტაძემ განცხადა, რომ ამის მიუხედავად რეზერვების შევსებაზე ზრუნვა გრძელდება 

შემთხვევითი სიახლე

ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი ელექტროენერგეტიკის რეგულირების მიმართულებით ახალი ტრენინგკურსს აცხადებს

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკი) მიერ დაფუძნებული ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი აცხადებს ახალ …